მირკანი, 2024 წელი


***
თავმდაბლობამ სიყვარული იცის, ასეთმა სიყვარულმა კი – სიმართლის სიჯანსაღე.

***
მშობლობა დამატებით გადებული ხიდია ამიერ და იმიერ ცხოვრებას შორის.

***
ქართველებმა უნდა ავირჩიოთ: დაბოღმილი, იზოლირებული, დამუხრუჭებული, ყველასთან, ყველაფერთან და ამით საკუთარ თავთან დაპირისპირებული საქართველო გვინდა, თუ თავისუფალ მსოფლიოსთან მოთანამშრომლე და განვითარებული ქვეყნების ოჯახის ღირსეული წევრი საქართველო?

***
მანიპულატორები ეგოისტები და უპასუხისმგებლოები არიან.

***
კაცობრიობის მომავალი მხოლოდ თავისუფლებაა და თავისუფლებას მოაქვს ხვალინდელი დღე. ავტორიტარიზმის ბოლო კაცობრიობის განადგურებაა.

***
თავისუფლების სამყარო ორსულია უკეთესი ხვალინდელი დღით. ავტორიტარიზმის მტაცებლები კი ცდილობენ, შეჭამონ როგორც დედა, ასევე მისი შვილი.

***
გაწაფულობა პოლიტიკურ მეცნიერებებში გვეხმარება პოლიტიკური მოცემულობის გაგებასა და მოწესრიგებაში. პოლიტიკური ფილოსოფია კი იმ უკეთესობის გაგებასა და განხორციელებაში, რომელიც ჯერ არ არსებობს და შესაძლებელია, რომ იყოს.

***
არსებითად, ისტორიის უწყვეტობას მაინც განვითარება და სამართლიანობა განაპირობებს.

***
საქართველოს გასამარჯვებლად არაა საკმარისი ვინმეს, ან რამის წინააღმდეგი იყო. ამისათვის გადამწყვეტია, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხარეს იყო.

***
ისე არ უნდა გეჩქარებოდეს, რომ დაგაგვიანდეს.

***
ყველა, ვისაც კანონიერებისა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენა აკერია პირზე, საქართველოს კეთილისმყოფელი არაა. ყველა, ვისაც კითხვები აქვს კანონიერებისა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს მტერი არაა.

***
სანამ საკუთარ თავაებს არ დავიბრუნებთ, ვერც წართმეული ქვეყნის დაბრუნებას შევძლებთ.

***
დღევანდელი საქართველოს ვითარება ვერ გამოდგება ვერც ლიბერალიზმისა და ვერც კონსერვატიზმის ეფექტურ საზომად.

***
ღვთის, კანონის, ერისა და კაცობრიობის წინაშე არ უნდა იყოს გადამწყვეტი, ვინ საიდანაა. ყველანი ადამიანები ვართ.

***
შეიძლება ბევრ და ბევრნაირი პოზიციის მქონე თანამემამულესთან გიხდებოდეს ურთიერთობა, მაგრამ მამულიშვილობა და მაღალი დონის პოლიტიკა ისიცაა, რომ დაითანხმო და გააერთიანო ერის უმრავლესობა იმაშიც, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის და იმის თავიდან არიდებაშიც, რაც ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.

***
საქართველოს უმთავრესი პარტია თავად ჩვენი სამშსობლო და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

***
საქართველო ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ახსოვს.

***
ვინც ხალხს ამუნათებს, თუ რატომაა მისი პოლიტიკაში ჩართულობა პასიური, არ უკვირდება რეალურ მიზეზს – ხალხი ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკას და უდარესი პოლიტიკური კულტურის (იგივე უკულტურობის) პირობებში ყელში აქვს ამოსული და აპროტესტებს კიდეც ანტიპოლიტიკას.

***
მტერი ვერ დაღლის საქართველოს. მაქსიმუმ, დროებით დაამუხრუჭოს მისი ისტორიული განვითარება. სამაგიეროდ, საქართველო ყოველთვის დაბრუნდება გამარჯვებისთვის და გამარჯვებული, ვინაიდან დედამიწის ზურგზე ისტორიის გაჩერება არავის ძალუძს.

დატოვე კომენტარი