About georgianeli

გეორგიანელი

მირკანი, 2024 წელი

***
თავმდაბლობამ სიყვარული იცის, ასეთმა სიყვარულმა კი – სიმართლის სიჯანსაღე.

***
მშობლობა დამატებით გადებული ხიდია ამიერ და იმიერ ცხოვრებას შორის.

***
ქართველებმა უნდა ავირჩიოთ: დაბოღმილი, იზოლირებული, დამუხრუჭებული, ყველასთან, ყველაფერთან და ამით საკუთარ თავთან დაპირისპირებული საქართველო გვინდა, თუ თავისუფალ მსოფლიოსთან მოთანამშრომლე და განვითარებული ქვეყნების ოჯახის ღირსეული წევრი საქართველო?

***
მანიპულატორები ეგოისტები და უპასუხისმგებლოები არიან.

***
კაცობრიობის მომავალი მხოლოდ თავისუფლებაა და თავისუფლებას მოაქვს ხვალინდელი დღე. ავტორიტარიზმის ბოლო კაცობრიობის განადგურებაა.

***
თავისუფლების სამყარო ორსულია უკეთესი ხვალინდელი დღით. ავტორიტარიზმის მტაცებლები კი ცდილობენ, შეჭამონ როგორც დედა, ასევე მისი შვილი.

***
გაწაფულობა პოლიტიკურ მეცნიერებებში გვეხმარება პოლიტიკური მოცემულობის გაგებასა და მოწესრიგებაში. პოლიტიკური ფილოსოფია კი იმ უკეთესობის გაგებასა და განხორციელებაში, რომელიც ჯერ არ არსებობს და შესაძლებელია, რომ იყოს.

***
არსებითად, ისტორიის უწყვეტობას მაინც განვითარება და სამართლიანობა განაპირობებს.

***
საქართველოს გასამარჯვებლად არაა საკმარისი ვინმეს, ან რამის წინააღმდეგი იყო. ამისათვის გადამწყვეტია, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხარეს იყო.

***
ისე არ უნდა გეჩქარებოდეს, რომ დაგაგვიანდეს.

***
ყველა, ვისაც კანონიერებისა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენა აკერია პირზე, საქართველოს კეთილისმყოფელი არაა. ყველა, ვისაც კითხვები აქვს კანონიერებისა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს მტერი არაა.

***
სანამ საკუთარ თავაებს არ დავიბრუნებთ, ვერც წართმეული ქვეყნის დაბრუნებას შევძლებთ.

***
დღევანდელი საქართველოს ვითარება ვერ გამოდგება ვერც ლიბერალიზმისა და ვერც კონსერვატიზმის ეფექტურ საზომად.

***
ღვთის, კანონის, ერისა და კაცობრიობის წინაშე არ უნდა იყოს გადამწყვეტი, ვინ საიდანაა. ყველანი ადამიანები ვართ.

***
შეიძლება ბევრ და ბევრნაირი პოზიციის მქონე თანამემამულესთან გიხდებოდეს ურთიერთობა, მაგრამ მამულიშვილობა და მაღალი დონის პოლიტიკა ისიცაა, რომ დაითანხმო და გააერთიანო ერის უმრავლესობა იმაშიც, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის და იმის თავიდან არიდებაშიც, რაც ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.

***
საქართველოს უმთავრესი პარტია თავად ჩვენი სამშსობლო და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

***
საქართველო ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ახსოვს.

***
ვინც ხალხს ამუნათებს, თუ რატომაა მისი პოლიტიკაში ჩართულობა პასიური, არ უკვირდება რეალურ მიზეზს – ხალხი ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკას და უდარესი პოლიტიკური კულტურის (იგივე უკულტურობის) პირობებში ყელში აქვს ამოსული და აპროტესტებს კიდეც ანტიპოლიტიკას.

***
მტერი ვერ დაღლის საქართველოს. მაქსიმუმ, დროებით დაამუხრუჭოს მისი ისტორიული განვითარება. სამაგიეროდ, საქართველო ყოველთვის დაბრუნდება გამარჯვებისთვის და გამარჯვებული, ვინაიდან დედამიწის ზურგზე ისტორიის გაჩერება არავის ძალუძს.

გიორგობისთვე, 2023 წელი

***
ცოდნის ეპოქაში პოლიტიკა ტერიტორიაზე უფრო მეტად ცოდნას მიება და თუკი კაცობრიობა მოახერხებს მომავლის გამოწვევების დადებითად გადალახვას, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

***
სირცხვილის გრძნობა ჭეშმარიტი თავისუფლების წინაპირობის უმთავრესი განმსაზღვრელია. ადამიანობაც აქედან იწყება.

***
კანონის უზენაესობას, თავისუფლებისა და სამართლიანობის გარეშე, ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ მივყავართ.

***
სანამ ყელში არ ამოგვივა ის სიცარიელე, რომელიც სისავსე გვგონია, მანამდე გაგვიჭირდება ხელახლა დაბადება.

***
ჭეშმარიტება მუდამგზის სადღაც შუაშია.

***
ომი მუდამ აწყობს მას, ვინც მისი მეშვეობით საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

მკათათვისა, 2023 წელი

***

მხოლოდ სიყვარული გვეხმარება, რომ გულმა დაუტევნელის დატევა შეძლოს.

***
ისტორიის სწორ მხარეზე დგომა სამართლიანობისა და განვითარების არჩევაა, რაც იძლევა ერის, საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების საშუალებას.

***
დაპყრობილი ქვეყნები და ცნობიერებები ხშირად ღირებულებების დამახინჯების მიზეზი შეიძლება გახდეს.

***
დროთა განმავლობაში ოჯახური ურთიერთობები კი არ ხუნდება, ეს თქვენ ხუნდებით, რაც ოჯახში არსებულ მდგომარეობასაც ნაცრისფერს ხდის.

ღვინობისთვე, 2022

* * *
აზრთა ჭიდილს უკუსვლა კი არა, განვითარება უნდა მოსდევდეს.

* * *
მთავარია, იცოდე, სად გინდა მისვლა და რომელია შენი ცხოვრების მატარებელი, თორემ გზებისა და მატარებლების მეტი რაა?

* * *
წარსულის, აწმყოსა და მომავლისადმი პატიოსანი დამოკიდებულება ერის, საზოგადოების, პიროვნების, მოქალაქისა და სახელმწიფოს ცხოვრებას კი არ ართულებს, არამედ უფრო ანამდვილებს და ხარისხიანს ხდის.

* * *
სიკვდილსა და სიცოცხლეზე ცოცხალი ფიქრი გვეხმარება იმაში, რომ უკეთესად გავცხრილოთ, თუ რა არის ამაო და რა არა.

* * *
მატერიალურ და პირად კეთილდღეობამდე არ უნდა დაიყვანო პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარება.

თიბათვისა, 2022 წელი

***
მადლობა ღმერთს იმდენი წყალობისათვის, რომელიც საკმარისია, რომ თავში არ აგვივარდეს და არ დავშორდეთ მას.

***
საკუთარი თავის მოღალატეს გაუჭირდება ერისა და ქვეყნის ერთგულება.

***
წარსული ისევე შეიძლება მოგვეხმაროს აწმყოს უკეთ გაგებაში, როგორც მიმდინარე მოვლენები – ნამყოს აღქმაში.

***
ადამიანები მიღებულ ცოდნას ხშირად ან სხვაზე ბატონობისთვის იყენებენ სათავისო სარგებლის მიღების მიზნით, ან საზოგადოებრივი განვითარებისთვის, სადაც თავადაც ახდენენ საკუთარი პიროვნების რეალიზებას.

***
სიმართლე, სიყვარულის გარეშე, სისასტიკეა.

***
ტრადიცია განახლების გარეშე ნიშნავს მომავლის ჩაკვლას. განახლება ტრადიციის გარეშე ნიშნავს ღარიბ მომავალს.

მირკანი, 2022 წელი

***
რაც უფრო ახლოს წარმოვიდგენთ ჩვენი აღსასრულის დღეს, მით უფრო შეიძლება გავაუმჯობესოთ დარჩენილი ყოველდღიური ცხოვრება

***
ვისაც სამშობლო უყვარს, ის არც თანამემამულეს აწყენინებს და გაუფრთხილდება მას. ამაზე მეტს რას უნდა მიაღწიო და ამაზე მეტი რა უნდა მოიპოვო? მოყვასზე მეტად საკუთარი პატივმოყვარეობა თუ გეძვირფასება, რა სამშობლოს სიყვარულსა და გათავისუფლებაზეა საუბარი? ან ვის რად უნდა ამ უმარტივესი ჭეშმარიტების გარეშე აღდგენილი ან კანონიერება, ან ეროვნულობა, რაც სხვა არაფერი იქნება, თუ არა კარიკატურა და ფარსი?

***
პატივმოყვარეობას ცხოვრებაში ბევრი რამ ისე სურს ხოლმე, რომ მისთვის ადამიანი შეიძლება ნაკლებმნიშვნელოვანი გახდეს. ამ დროს, კეთილგონიერებაა ის, რაც ყველას და ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს და ამით ბედნიერების ჰარმონიულობას უზრუნველყოფს.

ქრისტეშობისთვე, 2021

***
სადაც გულწრფელი და ნამდვილი აზროვნების კულტურაა, იქ თვალსაწიერთა მრავალფეროვანი განლაგება კიდევ უფრო აადვილებს ჭეშმარიტების მეტი წახნაგის, მისი მეტი კუთხიდან დანახვას.

***
სიმართლე, რომელიც სიყვარულითა და სიბრძნით არაა შემტკიცებული, სისასტიკედ იქცევა.

***
თავისუფლებაშია მომავალი.

***
ზარბაზნების ქუხილში პოეზია სიკვდილის გადალახვას ჰგავს.

***
თავისი კითხვებით სოკრატე გაცილებით უფრო თანამედროვეა, ვიდრე პასუხების მქონე ბევრი დღევანდელი კაცუნა.

***
თანამშრომლობით განხორციელებულ სიკეთესა და მიღებულ ბედნიერებაზე უფრო მეტს

***
მომავალი მხოლოდ სიმართლესა და ვაჟკაცობას კი არ ეკუთვნის, არამედ უპირველეს ყოვლისა იგი სიბრძნისა და სიყვარულისაა.

***
წარსულში ჩარჩენილს მომავლის შექმნა გაუჭირდება.

2Sandro Mirtskhulava and Tsira Chanturia

თიბათვისა, 2021 წელი

***
ომში ერთი მხარე მაინც რჩება წაგებული, მშვიდობაში კი ყველა მოგებულია.

***

მათხოვარია მთავრობა, რომელიც მილიონი სხვა შეფუთვის ქვეშ სინამდვილეში წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა, რამეთუ იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოებრივად არსებითი და სასიცოცხლო სირთულეების დაძლევის მიზნით საზოგადოებასთან შეთანხმებასა და დარწმუნებას მიაღწიოს, ფაქტიურად ამ უკანასკნელის მოსყიდვას ეწევა. და გამათხოვრებულია ის საზოგადოება, რომელიც ამაზე კვერს უკრავს, რადგან ამ დანაშაულზე ხელმოწერით ასჯერ უფრო მეტს კარგავს.

***

საზოგადოებაც იმას ჰქვია, რომელიც მთელ თავის საკეთებელს მხოლოდ ერთ და ორ პიროვნებას არ შეატოვებს.

***

ყველა შეგნებული ადამიანის მიზანია, საერთო სიკეთის შექმნა-განვითარება ისე დაიწყოს და გააგრძელოს, რომ მარტო არ შერჩეს საზოგადოებრივი სირთულეების დაძლევას.

***

ჩვენი პატრონი ციდან ღმერთია მხოლოდ და დედამიწაზე კი, ჩვენივე თავი.

***

საბრალოა ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც წარმავლობის ვაკუუმშია მოქცეული და სიცოცხლის ილუზიით ცხოვრობს მაშინ, როდესაც ნამდვილი ცხოვრება ამ ტყუილიდან განცალკევებულად, სადღაც გვერდში მიედინება.


***
ცოდნა გზაა.

3Nina Ninashvili, Inga KVaracxelia and 1 other

ახალწლისა, 2021 წელი

* * *

ცხოვრებაში უმთავრესი არის სიცოცხლე და არა მისი მატერიალური გამოვლინებები.


* * *

მდგრადი მომავლის შექმნა გაუჭირდება იმ ერს, რომელიც საკუთარ მერმისს მხოლოდ გეოგრაფიული ორიენტირების მეშვეობით განსაზღვრავს.

* * *

პრომეთეული ცნობიერების სახისმეტყველება მეტაფიზიკური შეზღუდულობის ალუზიაა. ჰიპერ/პოსტ/მეტამოდერნიზმი სწორედ ამ ფარგლების დაცლა-დაწურვის ხანაა ადამიანური განვითარების სიმწიფის შემდგომ ხარისხზე გადასასვლელად.

* * *

თუკი ურთიერთობა-ურთიერთქმედებისას გარესამყაროში შეხვედრილი სირთულეების/ამოცანების გასაღებს საკუთარი თავის ლაბირინთებში არ/ვერ მიაკვლევ, ვერც სხვაგან მოახერხებ გამოსავლის პოვნას.

* * *

წუთისოფლის წარმავალ, ეფემერულ ხმაურსა და ფაცაფუცს რომ ვაკვირდები, დუმილით ვპასუხობ სინამდვილეს, დუმილით ვეხები მას.

* * *

ვარდობისთვე, 2021 წელი

***

იმ საზოგადოებას, რომელშიც “უნდა” და “მინდა” ერთმანეთს არ აწონასწორებს, გაუჭირდება ძალადობიის ჩაკეტილი წრიდან გათავისუფლება.

***
უმწიფარია საზოგადოება, რომელშიც სურვილები უფრო ჭარბობს, ვიდრე პასუხისმგებლობა.

***
საქართველო, საკუთარ თავს რომ ჰგავდეს, უნდა გათავისუფლდეს.

***
ბედნიერები პოეზიას არ წერენ – ახორციელებენ.

***
ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ შეიძლება დაიბადო. უმრავლესობა ამას ძველის მკვლელობით ცდილობს, დანარჩენი კი, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით.

***
სახელმწიფო და ერი ერთმანეთს უნდა ადვოკატირებდნენ. სწორედ, ეს განაპირობებს ქვეყნის განვითარებას და ერის, როგორც საზოგადოების განსაზღვრას.

***
პოსტმოდერნიზმი პოლიტიკაში: ისაუბრე, იფიქრე და აკეთე რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ განაპირობებდე სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებას. ხოლო თუკი არც შენი ფიქრი, სიტყვა და მოქმედება ამ მიზანს არ ემსახურება, მაშინ კეთილი ინებე და გზა დაუთმე მას, ვისაც ეს შეუძლია. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარეშე ნებისმიერი ლაპარაკი წიკვინია, ფიქრი-ქაოსი და ქმედება კი-წყლის ნაყვა.

***
კაცობრიობის დამოკიდებულება წარსულისადმი: “ვიცი”-ს სიჭარბე (ეპოსტემოლოგია), მომავლისადმი კი “არ ვიცი”-ს სიმრავლე (რომელიც თავისთავად შეიცავს “ვიცის”, ეპისტემოლოგიის მომცველი ჰერმენევტიკული ონტოლოგია).

***
სწორედ საკაცობრიო და ეროვნული იდეების რეალობად ქცევაა კულტურა და განათლება.