ენკენისთვე, 2019

***
როდესაც იმას საუბრობ, რაც ხარ, ესე იგი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფები.

***
სიყვარული თავადაა ყველაზე დიდი ძალა და სიმდიდრე, რომელიც არსად სხვაგან, გარეთ სხვა ძალაუფლების ძიებას არ საჭიროებს.

***
რომ გაიზარდო, ჯერ უნდა დაიბადო.

***
მამულიშვილობა და ერიშვილობა ოჯახიდან იწყება, მაგრამ ოჯახით არ მთავრდება.

***
დაბადება სიკვდილის რაობაზე გამარჯვების შესაძლებლობაა.

***
კაცობრიობის ისტორია არაერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სახელმწიფოთა, საზოგადოებათა და ერთა სათავეში კეთილგონიერების ხელისუფლებას თაობათა მანძილზე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდაზე ორიენტირებული განათლება სჭირდება.

***
ყველაზე უბადრუკი ის მონობაა, რომელიც ფსიქოლოგიური საღატაკიდან მოდის.

მკათათვე, 2019

***
სხვაზე აღმატებას საკუთარ თავზე აღმატება სჯობს – ნამდვილი ძალა აქაა.

***

სიყვარულისა და თავისუფლების გარეშე სამშობლოს დიდება ზიზილ-პიპილოებით შეფუთულ ამპარტავნებაზე დაფუძნებული მონობა უფროა.

***

სიყვარულის თავისუფლებაში ძალისხმევით მოპოვებაა ნამდვილი სიმწიფე. მიამიტური კი ის მიდგომაა, როდესაც მცდარად ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი აპრიორი, თავისით და მზამზარეულად უნდა მოგეწოდებოდეს.

***
თავისუფალ პიროვნებათა წესრიგი ეწინააღმდეგება როგორც უპიროვნო მონათა წესრიგს, ასევე თავისუფალთა უწესრიგობას.

***

სიყვარული ეგოცენტრიზმისა და საკუთარი თავის შემოფარგვლის დაძლევაა. ხოლო სადაც სიყვარულის მაგივრად შიშია, იქ თავისი თავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვასთან ერთად ბედნიერად ცხოვრება.